“ქართული ოცნების“ გენერალური მდინავი კაცა კალაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს.
კალაძე ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილი გახდეს.
„ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე, მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.