საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს 12 პირი შეიწყალა. შეწყალებულთაგან 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულია, 2 კი პირობით მსჯავრის მქონე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10-დან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.