ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუტარ ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დანიშნა.

პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე იმ პირებთან ერთად წარსდგა, რომლებიც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად წარადგინა და რომელთაგან საკანონმდებლო ორგანო ვერც ერთზე ვერ შეთანხმდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ორ კანდიდატს ნანა თოდუას და თამარ ლალიაშვილს კვლავ წარადგენს პარლამენტში, ხოლო ანა დოლიძე მის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.

“ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნქციას იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებასთან. ქალბატონი ანა შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები, რომ მიიღოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე

რა პოზიციას დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანა დოლიძე 17:00 საათზე გახდება ცნობილი

ანა დოლიძე თანამდებობიდან გადადგა

კომენტარები

დატოვე კომენტარი