საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ ლარს მიიღებს.
“ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს არის ერთი მხრივ, დიდი წყალობა, მეორე მხრივ, მთლი ერი შემოგცქერით თქვენ. მჯერა, გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში და ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა ყველას გისურვოთ გამარჯვება და წარმატებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.