ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

დაკავებულია დავით კუტალაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და ძალადობრივი მოწოდებებით ხშირად გამოირჩევა. მას გამოძიება, 5 ივლისს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში მომხდარ ძალადობას ედავება, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას.

დავით კუტალაძე მეხუთეა, ვინც კონკრეტულად ამ ეპიზოდზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში  მიეცა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი