შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული ზ.კ., ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს და დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დგინდება, რომ 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ბრალდებულმა ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, მამა-შვილი – 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.
გამოძიების განცხადებით, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის ორი ცალი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.