ხობის, სოფელ, პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას 1 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.