ზუგდიდში აცრის კაბინეტი გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე აცრიან

16 აგვისტოდან, ზუგდიდში, რუსთაველის N89 – ში (ყოფილი იმპექსის შენობა) გაიხსნება ვაქცინაციის ცენტრი, სადაც აცრის ჩატარება რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი.

მოქალაქეებს, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ იმუნიზაცია.

იმუნიზაციის ახალ კაბინეტში აცრა შესაძლებელი იქნება “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინებით.

ამ ეტაპზე ზუგდიდში, ვაქცინაცია მიმდინარეობს “ევექსის” ჰოსპიტალში, “ევექსის” ამბულატორიაში და რუხის კლინიკაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი