რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოზე ისაუბრა.
„თუ საქართველო მიისწრაფის არა რუსული კარტის გათამაშებით დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისკენ, არამედ ჩვენთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება დანამდვილებით უნდა, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ.
ჩვენ გვინდოდა ქართველი მეზობლებისთვის გვეპასუხა, როდესაც მათ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედეს. თავდაპირველად ვაკვირდებოდით რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, საქართველოში მოგზაურობას არავის ვუკრძალავდით. წელიწადნახევრის წინ მზად ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მონახულების მიზნით, უვიზო რეჟიმი აგვემოქმედებინა, მაგრამ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა – უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის მიმართ, რომელიც თბილისში გამართულ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა“, – განაცხადა ლავროვმა.