ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა.
კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.
ჟურნალისტებთან რამდენიმე წამის განმავლობაში საუბრის შემდეგ, მელია კობახიძესთან მივიდა, „ბიძინა ივანიშვილის მონა“ და „ქვეშა*ვია“ უწოდა;
ამასთან, კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს “მონა” და “ნაძირალა” ეძახეს.
პოლიტიკოსებმა ერთმანეთზე ფიზიკურადაც გაიწიეს.
დაცვის წევრებმა კობახიძე ადგილს გაარიდეს – მან ავტომობილით დატოვა ტერიტორია.