ოქტომბერ-ნოემბერში თუ მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება.

მან მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა.

„აცრის გარეშე ჩვენ ამ ეპიდემიას ქვეყანაში ვერ დავასრულებთ და გვექნება სულ უფრო და უფრო საშიშროება. ჩვენ თუ ახლა მაქსიმალურად ავიცრებით, ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მსუბუქი შედარებით და არ გვექნება ისეთი რთული, როგორიც ჩვენთვის იყო აგვისტო“, – განაცხადა მან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი