ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შეფასებით, მმართველი ძალა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილით აშინებს.
„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, „ფეიკ“ რაღაცის დადება, ეს არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავიანთი მომხრეების მობილიზება მოახდინონ. ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს რა თქმა უნდა, „ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები რაღაცით შეაშინონ და აშინებენ ამით.
რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის? არანაირი. ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი, არავინ არ არის, მისი პოლიტიკური რეპუტაცია ნულია, კარიკატურული ფიგურაა, ერთადერთი მნიშვნელობა თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაძრობენ ხოლმე, მაშინ როცა გაუჭირდებათ. ორი ობცია არსებობს. პირველი, თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, დარწმუნებული ვარ, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია, მის გარეშე ეს წარმოუდგენელია, რაც მოხდება ამის შემდეგ და „ოცნება“ რასაც იკადრებს, ზუსტად იგივე იქნება, რაც მელიას გაუკეთეს – ამნისტია. აგერ ნახავთ ყველა ერთად“, – განაცხადა გახარიამ.