საქართველოს 20 თვითმმართველ ერთეულში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ 44 ოლქში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა. ეს ის ქალაქები და მუნიციპალიტეტებია, სადაც გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს. გამარჯვებულების ვინაობა გასარკვევია 20 თვითმმართველ ერთეულში.

ესენია: ფოთი – სადაც მეორე ტურში გავიდნენ “ქართული ოცნების კანდიდატი ბექა ვაჭარაძე და საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიგი უგულავა;

ზუგდიდი – აქ მეორე ტურში არიან მამუკა წოწერია “ქართული ოცნებიდან” და ანზორ მელია “ნაციონალური მოძრაობიდან”;

ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი “ქართული ოცნება” და გიორგი კირთაძე “ნაციონალური მოძრაობა”;

ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი “ქართული ოცნება” და ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობა;

რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – “ქართული ოცნება” და დავით კირკიტაძე “ნაციონალური მოძრაობა”;

თბილისი – კახა კალაძე “ქართული ოცნება” და ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობა”.

არჩევნების შედეგებს მეორე ტურში გაარკვევენ მოქალაქეები ასევე თელავში, ქარელში, ხაშურში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ცაგერსა და ბაღდათში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი