„თავისუფლება მიშას!“, – ამ მოთხოვნით რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის გუნდის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია.
სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, რომელაც მისი წერილი გაავრცელა: „მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, “ვაწვებით” გამარჯვებამდე“.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.