კონცერტების და ფესტივალების ჩატარება კვლავ დასაშვები ხდება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.
იხსნება კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა. მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება წესების დაცვით“,- განაცხადა ღიბრაძემ.