ზუგდიდის საოლქო კომისიაში ერთ-ერთი ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ შედეგები შეიცვალა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. კერძოდ, მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა, ენმ-ს – 1, “გახარია – საქართველოსთვის” 1 ხმა. აქამდე აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში ენმ-ს კანდიდატი იგებდა.

ენმ-ს წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი და ლუქი ახსნილი. ანა წითლიძე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, ოპოზიციური პარტიის ბრალდებას კონვერტების გახსნასთან დაკავშირებით უარყოფს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი