პოლიციამ ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციონერებსა და მედიას დაატოვებინა

ზუგდიდის # 67 საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მესხმა დალუქული ბიულეტენი გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა.

„ქალი გუშინ ქურდულად შევიდა, დალუქული კონვერტი გახსნა და თქვენი ხმები გადააკეთა. გამარჯვება მარცხად გამოაცხადა“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი