ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს კახაბერ რუსიას, ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას, საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას და მერიის სახვადასხვა სამასახურების უფროსებს შეხვდა.

იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის საგრანტო პროექტებზე და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა რომელსაც ისინი საქართველოში აფინანსებენ.

გუბერნატორის მოადგილემ და ქალაქ ზუგდიდის ხელმძღვანელობამ ევროკავშირის ელჩს იმ საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც რეგიონს და ქალაქს აქვს. გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება ევროკავშირის საელჩოს სხვადასხვა სახის პროექტებს წარუდგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი