ხობში საკათალიკოსო სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ხობის მონასტრის ეზოში მდებარე საკათალიკოსო სასახლის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკათალიკოსო სასახლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა მუზეუმი და განხორციელდება არქეოლოგიური კვლევები. პროექტის ღირებულება 445 968 ლარია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ხობის მონასტერი შუა საუკუნეებში წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსების რეზიდენციას და საძვალეს. აქ არსებული საკათალიკოსო სასახლე მრავალჯერ არის გადაკეთებული, სასახლე XX საუკუნის 20-30 იან წლებში დაინგრა, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი