მიხეილ სააკაშვილი წერილით მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს იმ ყოფილ სამხედროებს, რომლებიც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან და სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.
„მინდა გაგაცნოთ ერთი წერილი, იცით, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ასევე სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ წერილით მიმართა და ბედნიერი ვარ, რომ ამ წერილს ვკითხულობ,იმიტომ, რომ ეს არის სიამაყით სავსე წერილი, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი მთავარსარდლის. მაჩვენებელი იმისა, როგორი უნდა იყოს მთავარსარდალი. წერლში წერია: “გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე,რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლემა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მედიასთან ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.