სამეგრელო – ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება პირდაპირ ეთერში, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და მიზეზად ის რეპრესიები დაასახელა, რომელიც ხელისუფლებამ რეგიონში, არჩევნების მეორე ტურის წინ დაიწყო.
“არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა”, – განაცხადა ლაზიშვილმა.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ სამეგრელოში, ყოფილი ძალოვნების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის შემდეგაც პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს. ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი მაიორის რუსლან შამახიას სახლშიც.