კაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, 2 დღე პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი გა­ტა­ცე­ბის სცე­ნარ­ზე სა­უბ­რობს.

“რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ არა­სე­რი­ო­ზულ კაცს ამის შემ­დეგ ვი­ღა­ცამ კი­დევ მხა­რი და­უ­ჭი­როს და ხმა მის­ცეს. კაც­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ­ბობ­და, რომ ქინ­ძი იყო, ახლა გა­მო­დის, რომ სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რა ორი დღე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კა­ტას­ტრო­ფა­ში ვართ პირ­და­პირ, როცა ეს ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას, ახლა უკვე ცი­ხი­დან, პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა­ზე, მაგ­რამ მე მჯე­რა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სიბ­რძნის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია და ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი