ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა და რაც მთავარია, იცავს სიკვდილისგან – პრემიერი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან.

“ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას.

ვაქცინების რაოდენობა შემოტანილია, გვაქვს ყველანაირი ვაქცინა, 1 ოქტომბერს შემოვიტანეთ დამატებით მილიონი Sinopharm, ესეც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. გვაქვს Pfizer, დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით ახლა. ასე, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არის და გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მშობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს.

რაც შეეხება კოვიდვითარებას, ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ბოლო პერიოდში მომატებული არის ინფიცირებულთა რაოდენობა, აქ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია,” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი