დღეს “ქართული ოცნება” აქციას გამართავს

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას გამართავს.

აქცია 17:00 საათზე იგეგმება, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 25 ოქტომბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გაიმარჯვება მოიპოვონ.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი