გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
„27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
პირველი ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
„ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, დანარჩენ დღეებში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. პირველი ნოემბრიდან კიდევ 4-5 გრადუსით დათბება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.