ეს ინფექცია ყველა ადამიანს იპოვის, ვისაც იმუნური ფარი არ ექნება – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართავს.

მისი თქმით, მზარდი ციფრები ჰოსპიტალური სექტორის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს.

“ციფრები ვერ განულდება და მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ ჰქონდეს ტალღისებური მიმდინარეობა, რაც როგორც ცუნამი, არ დაარტყამს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. მზარდი ციფრები ჰოსპიტალური სექტორის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს. ყველა ადამიანს, რომელსაც არ ექნება იმუნური ფარი, გადატანილი და შეძენილი იმუნიტეტი, ინფექცია იპოვის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ალტერნატივა გვაქვს ან სწრაფად დავასრულოთ პანდემია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, ან დაუსრულებლად გავაგრძელოთ ტალღების თვლა, რომელსაც მინიმუმ რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება,”- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი