ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია პოლიციელებმა განმუხტეს. დაკავებულია 1 პირი.

დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე მოხდა, ადგილზე მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ენმ-ს აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი