მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და ეზიარა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხეში აზიარა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იყო მისული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა მედიასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და ღირსეულად ეზიარა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი