კორონავირუსით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 75 ადამიანი, ხოლო 3792 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 761 067-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 696 921 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 584 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი