თბილისში 4 აქცია ერთდროულად მიმდინარეობს – არიან დაკავებულები

თბილისში, ერთდროულად 4 ლოკაციაზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტრიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

სუს-ის შენობასთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, დაკავების მიზეზი სახელმწიფო შენობის ბლოკირების მცდელობაა.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი