უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 16 ნოემბერს კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიკლებს და იწვიმებს. 17-18 ნოემბერს კვლავ გამოიდარებს და ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება.

13-15 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 16 და 17 ნოემბერს იწვიმებს, ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემრბიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

თბილისში 13-15 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ნოემბერს კი იწვიმებს და +12 გრადუსი იქნება. 18 ნოემბრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. ტემპერატურა კი +14 გრადუსამდე მოიმატებს.

მთაში 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 16 ნოემბრიდან კი თოვლს და ელოდებიან. ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით ჰაერი მაქსიმუმ +8 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი