ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებით, რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოზე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება უნდა გაზარდონ.
“გვქონდა სასიამოვნო შეხვედრა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებით საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავუორმაგოთ საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. საქართველოს 1/3 ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, — წერს ის ტვიტერზე.