ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შეზღუდვები გააუქმა, შესაბამისად, მან პროტესტი შეწყვიტა და აგრძელებს მკურნალობას.
“პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი. რეალურად, პროტესტის ეს ფორმა გაჟღერებული იყო მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, რომ ეს პროტესტის ფორმა არის ამოწურული”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.