საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 06:42 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკას სამხრეთ-დასავლეთით 16კმ-ში, სოფელი მამიშლართან იყო. სიძლიერემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.