საუდის არაბეთში 40 აქლემი კონკურსიდან ბოტოქსის გამო მოხსნეს

საუდის არაბეთში აქლემების სილამაზის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. საპრიზო ფონდი 66 მილიონ დოლარს შეადგენს.

კონკურსის პირობაა, რომ აქლემები ბუნებრივად ლამაზები იყვნენ, შესაბამისად ბოტოქსი, „სახის ლიფტინგი”, ფილერები და სხვა სახის კოსმეტიკური ცვლილებები აკრძალულია.

წელს კონკრუსის მიღმა რამდენიმე ათეული აქლემი, სწორედ ბოტოქსის გამო დარჩა. ჟიურის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ აქლემებს ტუჩები, თავი და ცხვირი ბოტოქსით ჰქონდათ გასწორებული, ასევე გამოყენებული იქნა ჰორმონები, ცხოველების კუნთების გასაძლიერებლად, რათა ისინი უფრო დაკუნთულები გამოჩენილიყვნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი