ე.წ. “ისლამური სახელმწიფო“ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს ამერიკსი და ბრიტანეთის აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება.
ბრიტანული გამოცემა “Independent”-ის ინფორმაციით, ისლამისტები ლონდონის ჰიტროუს, ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრებიან.
მუქარასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტარიკ აჰმადმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშაა.