პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის. ამის შესახებ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მან გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ დიდი ხნით ადრე მიიღო, რის შესახებაც გუნდი საქმის კურსში იყო. კუჭავას თქმით, ის რჩება “ქართულ ოცნებაში”. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირაში აირჩევენ.

პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი