გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით დღეს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამეგრელოს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით 12:30-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „სენაკი-წევა“-ს ფიდერი „ქალაქი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის მომსახურეობის ცენტრის 181 აბონენტს ( შავი ზღვის ქუჩა).
09:00-დან 17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ფოთი-2“-დან ფიდერი N19, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ფოთის მომსახურეობის ცენტრში კრატასიუკის ქუჩის 30 აბონენტს.
ასევე, 09:00-დან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ფოთი-3“-დან ფიდერი N7, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის მომსახურეობის ცენტრში მალთაყვის ქუჩის 105 აბონენტს.