საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, “მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ის გაწერეს საავადმყოფოდან, შესაბამისად ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა”.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, რის გამოც აღელვების ნიადაგზე წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, – განაცხადა ბრეგაძემ.