თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების – გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მოსამართლის კითხვაზე – აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს, თითოეულმა მათგანმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალს აღიარებს.
სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
სასამართლომ ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.