კორონავირუსით 1 თვის ჩვილი გარდაიცვალა

თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.

ბავშვი 15 დღის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იყო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბავშვს ინფექცია, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან გადაედო, რომლებიც ასევე, ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა გამოჯანმრთელდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი