საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2105 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 949 176-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 908 813 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 082 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6,18%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.43%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი