მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ჩვაბიანსა და ჟაბეშში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, სოფლებში არსებული ღელეები ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მიმდებარე ტერიტორია. განადგურებულია სოფლებთან მისასვლელი შიდა სასოფლო სამანქანო გზები. სოფელ ჟაბეშში მცხოვრები 10-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.