25 161 ახალი შემთხვევა, 51 გარდაცვალება – კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 51 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 16 789 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 375 615-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 141 231 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 351 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო 7 დღის – 32,45%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი