უკრაინის დატოვებისკენ მოქალაქეებს რამდენიმე ქვეყანამ მოუწოდა

იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ავსტრალია, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

იაპონიამ უკრაინაში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საფრთხე მაქსიმალურ, მეოთხე დონემდე გაზარდა. ეს მოწოდებები იმის შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან ქვეყანაში რუსეთთან ომის დიდი ალბათობა არსებობს.

ახალი ზელანდიის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის დატოვების მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობის გამო მოხდა.

მსგავსი მოწოდებით ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა მოქალაქეებს მიმართა.

ავსტრალიური მედიის ცნობით, მან უკრაინაში შექმნილ ვითარებას „ძალიან საშიში“ უწოდა.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი