თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი სამჯერ ამოტრიალდა და ხრამში გადავარდა.
ავარია სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 14 მგზავრი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.