თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ესაუბრა.
მათივე ინფორმაციით, ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რუსეთს სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ადამიანურ ტანჯვას და დააკნინებს რუსეთის მდგომარეობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს მზადყოფნას ჩაერთოს დიპლომატიაში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ჩვენ თანაბრად მზად ვართ სხვა სცენარებისთვისაც“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.