პირველადი ინფორმაციით, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 5.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.