გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის  მიწოდება   15 თებერვალს შეეზღუდება: 

ფოთი. 15:00დან 17:00საათამდე აბონენტებს ჭანტურიას, ლოლუას, კოსტავას, სამეგრელოს მოედანს, ფარნავაზ მეფის, ჩხეიძის, მამუკა კაცაძის ქუჩებს, აგრარული ბაზრის მიმდებარე სავაჭრო ცენტრს. 17:00დან 18:30საათამდე სამეგრელოს, ქობულეთის ჩიხს , ელადას ქუჩებს.
ხობი. 11:00დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ჭალადიდი, შუა ხორგა, ახალი სოფელი.


მარტვილი. 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში სალხინო, დიდიჭყონი, თამაკონი, ტალერი, კურზუ, დოშაყე, დობერაზენი და მიმდებარე სოფლებს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი