რუსეთს არ უნდა ომი – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის მოსკოვში შეხვედრა გაიმართა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ის მზადაა ევროკავშირის ქვეყნებთან ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილოს.

„რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის, თუმცა ამ შემოთავაზებას ჯერჯერობით კონსტრუქციული პასუხი არ მოჰყოლია“, -განაცხადა პუტინმა და უკრაინა დონბასის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გენოციდში დაადანაშაულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი